კვლევა

პედაგოგიური  პრაქტიკის კვლევა
(სრულიpdf ვერსია)


საკვლევი თემა:
,,სწავლის მოტივაციის გაძლიერებისა და კითხვის პრობლემების აღმოფხვრისათვის საჭირო სტრატეგიები   პირველ კლასში“

2018-2019 სასწ. წელი
                                   სსიპ ქ. სამტრედიის N 11  საჯარო სკოლა

პირველი  კლასის მასწავლებელი: ჟანა კუბლაშვილი

1.      შესავალი.............................................    გვ: 2
2.      პრობლემის იდენტიფიცირება     .......................   გვ:  3
3.      პორბლემის გამომწვევი სავარუდო მიზეზები..გვ:  4
4.      კვლევის მიზანი  და ამოცანები   ..........................    გვ:  5
5.      კვლევის აქტუალობა და  მოსალოდნელი შედეგები   ..........    გვ:  5
6.      პრაქტიკული კვლევის დანერგვა სკოლაში.........................   გვ: 7
7.        შესწავლილი ლიტერატურის ანალიზი...................    გვ: 7
8.        კვლევის მეთოდების შერჩევა, მეთოდოლოგია............ გვ: 13
9.       ინტერვენციის აუცილებლობა ...................   გვ: 14
10.   ინტერვენციის აღწერა- განხორციელებული ქმედებები........    გვ: 14
11.   შედეგების სტატისტიკური ანალიზი    ................    გვ:  18
12.  კვლევის ნაკლოვანებები      ........................    გვ: 23
13.   კვლევის მიგნებები  და რეკომენდაციები  .....................     გვ: 23
14.  კვლევის შედეგები   და დასკვნები.......................................     გვ: 24
15.    გამოყენებული ლიტერატურა      .....................................   გვ: 26
16.     დანართები (კითხვარები)     .......................     გვ: 27   
1.   შესავალი
       წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქ. სამტრედიის #11 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
         ჩვენი სკოლის ადმინისტრაცია ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს სწავლების პროცესზე, მუდმივად გვაწვდის ინფორმაციას განათლების სისტემაში არსებულ ახალ პროექტებზე და გამოწვევებზე.   მათი  გათვალისწინება კი  საშუალებას იძლევა ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი სკოლაში, მასწავლებლებს კი გვეზრდება მოტივაცია ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე. ყოველივე ზევით ჩამოთვლილი ფაქტორები კი  საშუალებას გვაძლევს სკოლის მასწავლებლებს აქტიურად ვიყოთ ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში და მის ფარგლებში  ვაწარმოვე კიდეც გამოყენებითი კვლევის პროცესი.
       როგორც ვიცით, განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს.  ჩემს კვლევას არა აქვს ფუნდამენტური კვლევის წარმოების ამოცანა, რომლის მიზანიც იქნებოდა მეცნიერული ცოდნის გაღრმავება ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი ტექნოლოგიების ახსნა.  წინამდებარე კვლევა წარმოადგენს გამოყენებით პრაქტიკულ კვლევას, რომლის მიზანიც უკვე არსებული თეორიებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში უფრო ეფექტური დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს. 
       დაწყებით კლასებში გააზრებული კითხვის სწავლებას უდიდესი როლი ენიჭება მოსწავლის შემდგომი განვითარებისთვის, გააზრებული კითხვა დაეხმარება მას სწავლების შემდგომ საფეხურზე გაუადვილდეს  სხვადასხვა დისციპლინების აღქმა-გაგება-გააზრება. კითხვის უნარის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს უნარები განაპირობებენ პიროვნების აკადემიურ თუ პროფესიულ წარმატებას  მთელი კარიერის მანძილზე. ამიტომ კითხვის სტრატეგიების კარგად ცოდნა ჩემი უპირველესი ამოცანაა და ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობ კიდეც.
    კითხვის უნარის განვითარება რთული პროცესია ის ხუთი ძირითადი კოლმპონენტის  განვითარებას გულისხმობს:  ფონოლოგიური უნარ-ჩვევების, ანბანის ცოდნის, ლექსიკური მარაგის, გაწაფული, გამართული კითხვის და წაკითხულის გაგება/გააზრების.  ისინი ერთმანეთს ეფუძნებიან  და ერთერთი უნარის არარსებობა  მეორეს განვითარებას უშლის ხელს.  სხვადახვა წყაროებიდან და კვლევებიდან  მიღებული ეს ინფორმაცია  ნათლად აჩვენებს, რომ პატარებისათვის კითხვის სწავლება ადვილი არ არის, მით უფრო ქართულ ენაზე. რადგან ამ საქმეს რთული სიტყვების (6-ზე მეტი ასოსგან შემდგარი სიტყვები) სიმრავლე ამძიმებს. საბავშვო ტექსტში კი საკმაოდ მრავლადაა ასეთი  სიტყვები.  ასე, რომ  მასწავლებლისათვის მეტად მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროს, როგორ დაეხმაროს მოსწავლეს, რომ დაძლიოს კითხვაში გაწაფვის რთული  საფეხურები.
   იმისთვის, რომ ბავშვმა სიამოვნებით წაიკითხოს ნაწარმოები, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ დიდად არ იზიდავს  ეს საქმე, საკითხავი ისე უნდა შევარჩიოთ, რომ მისი სურვილები, ოცნებები და ხასიათი გავითვალისწინოთ.  ვფიქრობ, ადაპტირებული ზღაპრები, ასევე მოკლე საბავშვო მოთხრობები კითხვის დაწყებისათვის ყველაზე კარგია.  ბავშვებს ვაკითხებ ხმამაღლა და შიგადაშიგ  ხალისიან კომენტარს ვუკეთებ, ამით ხელს ვუწყობ მოტივაციის ამაღლებას.   საბავშვო წიგნების კარგი თვისება ისაა, რომ  მათ ყოველთვის კარგი დასასრული აქვთ. ბავშვებს მოსწონს  საყვარელი გმირის წარმატებები, გამარჯვება თუ ამბის ბედნიერი დასასრული.  ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ეს  გავითვალისწინო.    მხატვრული ნაწარმოების კითხვის შეყვარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ბავშვმა მოახდინოს  თავის თავის მთავარ გმირთან ანუ პროტაგონისტთან იდენტიფიკაცია და გაავლოს პარალელები  გმირსა და საკუთარ ოცნებებს, ცხოვრებას, მოსაზრებებსა და ქცევებს შორის.

     
2.   პრობლემის იდენტიფიცირება
     მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში არ მოიძებნება ხანა, რომელიც ბავშვის პიროვნების ფორმირებაში აქტიური ჩარევის, აღსაზრდელზე ზემოქმედების ისეთ ფართო  შესაძლებლობას აძლევდეს აღმზრდელს, პედაგოგს, როგორსაც დაწყებითი სასკოლო პერიოდი. ამავე დროს არცერთ სასკოლო პერიოდში არ დგას აღმზრდელი სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობისას გაუცნობიერებელი შეცდომების დაშვების ისეთი დიდი საშიშროების წინაშე, როგორსაც დაწყებით კლასებში. ამ პერიოდში აღმზრდელთა შეცდომები, რომელთა შედეგებიც, ჩვეულებრივ მოგვიანებით იჩენს თავს, სავალალო დაღს ასვამს მოსწავლის პიროვნებას. უფროს სასკოლო ასაკში  პედაგოგის მიერ შემჩნეულ იმ ნაკლოვანებების გამოსწორების ყოველგვარი მცდელობა, რომელიც წინა წლებში მოზარდთან არასწორი აღმზრდელობითი მუშაობის  შედეგია, ხშირად უშედეგოდ მთავრდება. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორად წარიმართოს დაწყებით კლასებში მასწავლებლის მუშაობა, რაც დამოკიდებული მასწავლებლის პროფესიონალიზმზე. სწორედ პროფესიული  განვითარების ამაღლებაზე ყოველდღიურ ზრუნვას მოითხოვს ჩვენგან მასწავლებლის სტანდარტიც.
    სასკოლო ცხოვრების დასწაყისი ძალზე სათუთი და ყველაზე კეთილსასურველი პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვს  კითხვისადმი და ზოგადად სწავლისადმი დადებითი დამკოდებულება გამოუმუშავდეს. ამისათვის კი აუცილებელია პედაგოგმა შთაუნერგოს მას საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, ხელი შეუწყოს საკუთარი მდგომარეობის, საკუთარი შესაძლებლობების ადექვატურ შეფასებებში, მით უმეტეს, რომ  ამის გარეშე მოსწავლეს არ შეუყვარდება წიგნის კითხვა, ვერ ჩამოყალიბდება აქტიურ მკითხველად.
      როგორც კვლევევბი ცხადყოფს, ზოგადი განათლების სხვადსხვა საფეხურზე ასევე უმაღლესი განათლების საფეხურზე  უკეთესი მიღწევები აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც დაწყებითი განათლების  საფეხურზე  კარგად ისწავლეს კითხვა და წერა. თავის მხრივ, იმ მოსწავლეებს, რომელთაც თავის დროზე პირველი კლასიდანვე არ განუვითარდათ კითხვის და წერის უნარ-ჩვევები, უჭირთ ამ უნარების გამომუშავება შემდეგ კლასებში.
   კვლევის საფუძველი გახდა ის, რომ ქართული ენის გააკვეთილებზე ზოგიერთ მოსწავლეს პრობლემები ჰქონდათ კითხვაში.  დავგეგმე დიაგნოსტიკური გამკითხვის ჩატარება I4 კლასში. ამ ტესტების შედეგებმა მიჩვენა რომ, მოსწავლეებს ჰქონდათ კითხვის პრობლემები, ვერ გაიაზრეს სწორად წაკითხული და შესაბამისად გააკეთეს არაადექვატური დასკვნები. ზოგიერთ მოსწავლეს უჭირს გამართულ-გაწაფული კითხვა, საკუთარი სიტყვებით აზრის გადმოცემისას მწირია მათი ლექსიკური მარაგი.  
    პირველი სემესტრის ბოლოსათვის სამტრედიის N 11  საჯარო სკოლის I4კლასში კითხვის მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებდა კლასის 18 მოსწავლიდან 7 მოსწავლე.  სსსმ მოსწავლე არ მყავს, საშუალო დონეზეა 7 მოსწავლე, ხოლო 4 მოსწავლე შედარებით დაბალ დონეს აჩვენებს კითხვაში და აქვს სწავლის შედარებით დაბალი მოტივაცია.  ეს ჩემთვის არის პრობლემა, რომელიც სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს. ამ პრობლემის გადასაწყვეტად სასწრაფოდ უნდა გავტარო ღონისძიებები. კითხვის ფლობის უნარების გასაუნმჯობესებლად და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისათვის საჭიროდ მიმაჩნია ახალი მრავალფეროვანი სტრატეგიების შემუშავება. რისთვისაც დავგეგმე კვლევის წარმოება ამ კლასში.
     ამ პრობლემის გამოსწორების მიზნით, გადავწყვიტე მათთვის მიმეცა დამატებითი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, თუმცა შევამჩნიე რომ ისინი ჩემს მიერ მითითებულ საკითხავ მასალას უინტერესოდ და ძალდატანებით კითხულობდნენ.
     დავიწყე ფიქრი იმის შესახებ თუ რა ფორმის და შინაარსის საკითხავი მასალა დააინტერესებდათ მათ, რომ მათთვის კითხვის პროცესი არ ყოფილიყო „დასჯა“ ან „ტანჯვა“.  კითხვის პრობლემა  წასაკითხი ტექსტის სირთულეშია  თუ  მოცულობაში? აი  ის კითხვები, რომელთა მოსაგვარებლად გადავწყვიტე განმეხორციელებინა კვლევა დაწყებითი კლასის კათედრის წევრებთან, პირველივე კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად.
     სასკოლო ცხოვრების დასაწყისში პედაგოგს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მოსწავლის შესაძლებლობესი შეფასებასა და მისი შესაძლებლობების რწმენის განვითარებისთვის.  როცა მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობეის რწმენა ექნება, მხოლოდ მაშინ იქნება მისი მოტივაცია მაღალი და ექნება მაღალი შედეგები სწავლაში.

3.   პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:

   არავისთვის არის საიდუმლო, რომ მოზარდები წიგნებს აღარ კითხულობენ. ამ მხრივ ახალი თაობა (გარდა მცირე გამონაკლისისა) საგრძნობლად განსხვავდება ძველისაგან. მოზარდთა ცხოვრებაში კომპიუტერის დიდი როლის უარყოფა შეუძლებელია. თანამედროვე ახალგაზრდების ყოველდღიურობაში იგი მყარად დამკვიდრდა. ბავშვები მისთვის საინტერესო ბევრ ინფორმაციას კომპიუტერში ეცნობა და ნაკლებად უჩნდება კითხვის სურვილი. ისინი არ ზრუნავენ  დამატებითი  წიგნების  კითხვაზე. კითხვის დეფიციტმა კი შესაბამისად წარმოშვა  ტექსტების სწორად გაგება-ანალიზის პრობლემა. რადგან მოსწავლეები კომპიუტერიდან სწრაფად პოულობენ მათთვის საინტერესო მასალას, უკვე ნაკლები მოთხოვნილება აქვთ კითხვისა და შესაბამისად, იკლო სწავლის მოტივაციამ.
      ·     მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ რომ სწავლები ყოველთვის არ უზიარებენ წაკითხულ ნაწარმოებს მასწავლებელს, მშობელს ან თანატოლს, ან თუ უზიარებენ, არასისტემატიურად.
      ·     მოსწავლისთვის წასაკითხი ტექსტის მიცემის დროს ტექსტთან არსებული დავალებების (რომელიც ტექსტის გაგება-გააზრებაში დაეხმარება) შესრულების ინსტრუქციის  არ მიცემა.
      ·      კითხვის პრობლემაზე ასევე უარყოფითად მოქმედებს  წასაკითხი ტექსტის სირთულე, თუ მოცემული ტექსტი მოსწავლეთა შესაძლებლობების  ადეკვატური არ არის.
      ·    მძიმე სოციალური ფონიც არის ზოგჯერ პრობლემის გამომწვწვი მიზეზი, მოსწავლეებს ზოგიერთი მშობელი სახლში ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას იმის გამო, რომ ხშირად საზღვარგარეთაა სამუშაოდ.  ის, რომ მშობელი რეალურად ვერ ეხმარება შვილს წიგნის კითხვის  უნარის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მშობლის დროის დეფიციტით, სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემითაა განპირობებული.  მშობლის ასეთი დამოკიდებულება ხშირად იმითაცაა განპირობებული, რომ მას სკოლის მიღმაც უამრავი საზრუნავი აქვს. ალბათ, ამიტომ მოზარდი წაკითხულის გააზრებისას ვერ ავლენს თავის რეალურ შესაძლებლობებს.
4.  კვლევის მიზანი  და ამოცანები

    კვლევის მიზანია აუცილებელი სტრატეგეიების გამოყენებით  მოსწავლეებში ამაღლდეს სწავლის მოტივაცია, გადაიჭრას სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებში არსებული კითხვის პრობლემები, მოსწავლეებში გაიზარდოს წიგნის კითხვის მოთხოვნილება და შედეგად გაიზარდოს სწავლების ხარისხი .
    მოსწავლეებში უკეთესი შედეგების მიღწევის მიზნით  და ჩემი პროფესიული დონის ამაღლების მიზნით   დავიწყე კვლევაზე მუშაობა.
      კვლევის წარმოების  პროცესში დავაკვირდები მუშაობისა და შედეგების დინამიკას  სსიპ ქალაქ  სამტრედიის N11 საჯარო სკოლის I4 კლასის მოსწავლეების კითხვის უნარების განვითარებაში. ამ კვლევის წარმოებისას  ჩემი ამოცანაა პირველ კლასში მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია ავამაღლო და  მეტი კითხვის აუცილებლობა დავანახო მათ.
 ასევე ჩემი ამოცანაა  წაკითხული   ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებაში  გამორჩეულად მაღალი შედეგები ჰქონდეს კლასის  მეტ მოსწავლეს და სუსტი არცერთი აღარ იყოს.
  ამისათვის კვლევის ფარგლებში ჩემს წინაშე არის შემდეგი განასახორცილებელი ამოცანები:
·         დაკვირება თითოეული მოსწავლის კითხვის  ხარისხზე და პრობლემებზე;
·          დაკვირვება სწავლისა და თავისუფალი დროის მიმართ დამოკიდებულებაზე;
·         ფოკუს ჯგუფის შექმნა და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
·         მოსწავლეთა, მშობელთა და  მასწავლებელთა გამოკითხვა;
·         მონაცემების ანალიზი;
·         შედეგების და დასკვნების პრეზენტაცია.


5.   კვლევის აქტუალობა და მოსალოდნელი შედეგები

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დიდ როლს ანიჭებს  მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და მოსწავლებში გააზრებული  კითხვის უნარების  განვითარებას.  საქართველოში, დაწყებით საფეხურზე სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნის ხელშეწყობისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინიტროს მხარდაჭერით  შეიქმნა არაერთი დამატებითი სასწავლო მრავალფეროვანი რესურსი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის. სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელის მეშვეობით მასწავლებლებს აქვთ უწყვეტი მხარდაჭერა ინოვაციური გაკვეთილების დასანერგად.
    საერთაშორისო კვლევების თანახმად, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია 3 წელიწადში ერთხელ ატარებს, ფინელი მოსწავლეები მსოფლიოში ცოდნის ყველაზე მაღალ დონეს აჩვენებენ. გარდა ამისა, ისინი არიან პლანეტის ბავშვთა შორის ყველაზე მკითხველი ბავშვები, მათ მსოფლიოში მეორე ადგილი უჭირავთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მეხუთე – მათემატიკაში. პედაგოგიური საზოგადოების გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ფინეთში სასწავლო პროცესი დიდი ხანგრძლივობით არ გამოირჩევა.
   ფინელები ამბობენ „ან ცხოვრებისთვის ვემზადებით, ან – გამოცდებისთვის. ჩვენ პირველს ვირჩევთ“. ამიტომაც, ფინურ სკოლებში გამოცდები არ ტარდება.
  ფინურ სკოლაში თბილ ამინდში, გაკვეთილები ხშირად სუფთა ჰაერზე, პირდაპირ ბალახზე ან ამფითეატრის მსგავს გარემოში ტარდება.  საშინაო დავალებებს იშვიათად აძლევენ. ბავშვმება უნდა დაისვენო და არც მშობელია ვალდებული, მოამზადებინოს მა გაკვეთილები. თამაშებითა და სასიამოვნო აქტივობებით, შეძენილი ცოდნა მოსწავლეს უკეთ ამახსოვრდება. ამიტომ მოსწავლეები მუდმივად ჩართული არიან მათთვის საინტერსო აქტივობებში.  ისინი სწავლობენ ხალისით, თან იმდენად კარგად, რომ სახლში მეცადინეობა ნაკლებად სჭირდებათ. ფინელმა მოსწავლეებმა  იციან, როგორ დაეხმარონ ერთმანეთს უკეთესი შედეგების მისაღწევად, რა შეუძლით, რისი უნარი აქვთ და რა უნდა გააკეთონ ხვალ...
    მინდა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები ჩემი კვლევით მეც და ჩემმა მოსწავლეებმაც გადავდგათ. მინდა მეც ვცადო ინოვაციური მეთოდები მოსწავლეთა სწავლის მოტვაციის გზარდაში. რადგან ეს საკითხი მეტად აქტუალურია თანამედროვე პედაგოგებისათვის და ჩვენი სკოლისთვის. ამ საკითხზე მეტი მუშაობით სარგებელს მიიღებენ პირველ რიგში ჩემი მოსწავლეები, პირადად მეც მომავალშიც უკეთ შევძლებ მუშაობას. სკოლის სხვა მასწავლებლებიც უფო მეტად დაინტერესდებიან კვლევაში განხილული ინტერვენცებიითა და  საკითხებით. სწორედ ამიტომ, მთლიანად სკოლისთვის ჩემი კვლევა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიმართულებით სარგებლის მომტანი იქნება.  მოსწავლეებისთვის  საინტერსო იქნება კვლევაში განხორციელებული ინტერვენციები, რადგან ისინი უკეთ შეძლებენ სხვადასხვა საკითხზე შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, თემატურად მსგავსი შინაარსების ურთიერთდაკავშირებას.   ამიტომ ჩემს კვლევაში განხილული საკითხი, ვფიქრობთ საინტერესო იქნება სხვა მასწავლებლებისათვისაც.

    კვლევის მოსალოდნელი შედეგებია:
·         მოინახება მოსწავლეებში წიგნის კითხვის  სიყვარულის გრძნობის  გაძლიერების  ოპტიმალური გზები;
·         კვლევის ფარგლებში დავადგენთ  რა გავლენას მოახდენს მოსწავლეთა მოტივაციაზე და კითხვის უნარების განვითარების  დონეზე კვლევაზე დაფუძნებული ინტერვენციების განხორციელება;
·         გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობის დონე და ხარისხი სასწავლო პროცესში;
·         ჩვენი გამოცდილება და კვლევის შედეგად დაგეგმილი ინტერვენციები დაეხმარება სკოლის სხვა მასწავლებლებს მუშაობის სრულყოფილად წარმართვაში.



6.  პრაქტიკული კვლევის დანერგვა სკოლაში
საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე წამოვაყენე საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხება  კითხვის პრობლემებს დაწყებით კლასებში და მის გაუმჯობესების გზებს. 
კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რადენობა:
1.     სსიპ ქალაქ სამტრედიის N11 საჯარო სკოლის I4 კლასის 18 მოსწავლე.
2.     სსიპ ქალაქ სამტრედიის N11 საჯარო სკოლის I4 კლასის 18  მშობელი.
3.     სსიპ ქალაქ სამტრედიის N11 საჯარო სკოლის დაწყებითი კათედრის 5 მასწავლებელი
სულ   41 რესპოდენტი





. კვლევის ვადები

აქტივობა
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის შერჩევა
X



კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X



ინტერვიუ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან

X
X
X

მეორადი მონაცემების შეგროვება


X

მეორადი მონაცემების ანალიზი


X

კითხვარების შედგენა, დამუშავება

X
X

გამოკითხვა/ანკეტირება

X
X

მიღებული შედეგების ანალიზი


X
X

სავარაუდო ინტერვენციების განხილვა

X
X

ინტერვენციის განხორციელება


X
X

ინტერვენციის შედეგების ანალიზი

X
პრეზენტაცია დაწყებითების კათედრასთან, შედეგების გაცნობა

X





1.  ლიტერატურის მიმოხილვა



    კვლევაზე მუშაობა დავიწყე ეროვნული სასწავლო გეგმის სათანადო ანალიზით. ეროვნულ სასწავლო გეგმაში კითხულობ, რომ წიგნიერება პირველ ადგილზეა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტნციათა შორის. წიგნიერება  ვიწრო გაგებით  ნიშნავს კითხვისა და წერის ცოდნას, ფართო გაგებით, იგი მოიცავს მრავალფეროვანი ჟანრის, სტილის, თემატიკის ტექსტების შექმნას, განხილვას, გადამუშავებასა და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების უნარებს. ეფექტური კითხვა,  თავის მხრივ,  გულისხმობს კითხვის ტექნიკის გაწაფვას და წაკითხულის კრიტიკულად გააზრებას.

    ყოველივე ცხადყოფს, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებელს მოსწავლის სწავლა-განვითარებისთვის  საჭირო  ფუნდამენტური  პროცესების  განხორციელებაში  უდიდესი  პასუხისმგებლობა ეკისრება.

      შემდეგ  გავეცანი სხვა ლიტერატურასაც. ჩემთვის ყველაზე საიტერესო საკითხავი მასალა დღემდე დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორიაა“, რომლის ყოველი წაკითხვისას მასში ახალი საინტერესო მასალას აღმოვაჩენ-ხოლმე.  ამჯერად მასში დამაინტერესა, რომ  ,,ჩვეულებრივ ადამიანი ზრდისა და განვითარების გრძელ გზას გადის და თავისთავად ცხადია, ამ დროის მანძილზე  მას გამოუმუშავდება მთელი რიგი  სრულიად სხვადასხვაგვარი განწყობებისა, რომელთა შორის განსაკუთრებით არსებითია გარემოს ზემოქმედება. იმ კლასობრივი გარემოსი,  რომელშიც ცხოვრობს და იზრდება ადამიანი. ამ გარემოს განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება ბავშვობის პერიოდში, როცა ყალიბდება ადამიანის ისეთი უნარ-ჩვევბი, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე თან გასდევს.  (დიმიტრი უზნაძის ,,განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები“  2009 წელი “  გვ. 300) . უზნაძის მიხედვით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სკოლის გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც, ამიტომ სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების („ძალების”) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობს. უფრო მეტიცუზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და ამ მხრივ სწავლა ქცევის გარდამავალი, თუმცა დამოუკიდებელი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის.

   სასკოლო გარემოში სწავლა განსაზღვრულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ, მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწვდის მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების („ძალთა”) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ კიმისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისთვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, „ახსნა.” „ახსნა კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს~, – აღნიშნავს . უზნაძე. ამრიგად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მისძალებს”) შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისაწვდომი. რაიმე ფაქტი, მოვლენა თუ საგანი სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ ცნობიერებაშიც ინახება ცნებათა სახით.

ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლების არსი ახსნა და ამ გზით მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვა, მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაა.

სწავლის ბუნების ნათელსაყოფად . უზნაძე ნამდვილი სწავლისაგან გამოყოფს .. მექანიკურ სწავლას (დრესურას) და წვდომას (ინსაიტს). მექანიკური სწავლის საფუძველი ახალი პირობითი რეფლექსების შემუშავება და ასოციაციური კავშირების დამყარებაა. ამ დონეზე განხორციელებული სწავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ვარჯიშს, გამეორებას. რაც შეეხებაწვდომას”, ის, ცდისა და შეცდომის გზისგან განსხვავებით, სიტუაციის ერთბაშად წვდომას, ერთბაშად მიხვედრას გულისხმობს.

ამათგან განსხვავებით, სწავლის ცნება თავის ნამდვილ, დასრულებულ შინაარსს სკოლის ნიადაგზე იძენს. სასკოლო სწავლება, ერთი მხრივ, გულისხმობს იმ ფსიქიკურ აქტივობას (სწავლას), რომელსაც ბავშვი ახორციელებს რამის შესასწავლად, მეორე მხრივ კი მასწავლებლის მონაწილეობას ამ პროცესში. იგი ასწავლის მოსწავლეს და მისი ძალების შესატყვისად გარდაქმნის სასწავლო მასალას

     ლაპარაკობს რა მასწავლებლის უდიდეს როლზე სწავლის პროცესში, . უზნაძე ასეთ კითხვას სვამს: ნუთუ სწავლება აუცილებელია და არ შეიძლება, მოზარდი საკუთარ თავს მივანდოთ და ხელმძღვანელის გარეშე დატოვოთ? რა თქმა უნდა, შეიძლება, ადამიანმა კულტურული განვითარების პროცესში დაგროვილი ცოდნა სავსებით ნატურალური გზით მიიღოს, მაგრამ ეს გზა ძალზე გრძელი და ძნელად სავალი იქნებოდა. ასე ადამიანი შორს ვერ წავიდოდა. დასრულებული სახით კაცობრიობის მიერ მოპოვებული ცოდნა მეცნიერებაშია თავმოყრილი და მისი სრულყოფილი დაუფლება ბუნებრივი განვითარების გზით შეუძლებელია. მასწავლებელი კი მოსწავლეს ამ ცოდნას გადასცემს იმ ძალების გათვალისწინებით, რაც ბავშვის შესაძლებლობებში არსებობს, რა ძალებიც სამოქმედოდ არის განწყობილი. მასწავლებლის როლი სწორედ ის არის, რომ მან კარგად უნდა იცოდეს, როდის რა ძალები განეწყობიან სამოქმედოდ და სასწავლო პროგრამა ამაზე დააფუძნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სწავლება სრულიად უნაყოფო იქნებოდა.

   როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სწავლება ორმხრივი პროცესია: მოსწავლე-მასწავლებელი. სწავლება ორმხრივ განსაზღვრული პროცესიცაა: მოსწავლის ძალებისა და აღმზრდელის იდეალის მხრივ. სწორედ აღმზრდელი განსაზღვრავს ღირებულების გათვალისწინებით, რომელი ძალები უნდა იქნეს განვითარებული მოცემულ ეტაპზე და რომელიშემდგომ. ეს ეხება არა მხოლოდ სწავლების პროცესს, არამედ აღზრდასაც.

      ყველა მასწავლებლისთვის, მათ შორის ჩემთვის  საინტერესოა თამაშის შესახებ არსებული მოსაზრებები: ,, როგორ შევარჩიოთ თამაში?

        რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად თამაშის არჩევისას უნდა განვსაზღვროთ სამიზნე ჯგუფი. აუცილებელია, მასწავლებელი კარგად იცნობდეს მას, ითვალისწინებდეს მის ინტერესებსა და შესაძლებლობებს. გარდა ამისა, უნდა დაფიქრდეს იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თამაში სპეციფიკური და გლობალური მიზნების მისაღწევად.

       მოსაძიებელია ალტერნატიული გზებიც, რადგან შესაძლოა, თამაში შეესაბამებოდეს სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს, მაგრამ, ამასთანავე, არსებობდეს ამ მიზნების მიღწევის უკეთესი, უფრო საინტერესო საშუალებაც.

       თამაშის მიზანი: ისევე როგორც ყველა პედაგოგიურ აქტივობას, თამაშსაც სჭირდება ნათელი და კონკრეტული მიზანი – უნდა ვიცოდეთ, რისთვის მოვიხმობთ ამ მეთოდს: წერითი თუ ზეპირი უნარების განსავითარებლად, ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად, გრამატიკული ერთეულების დასასწავლად… მიზანი ის მარადიული კითხვაა, რომელსაც მასწავლებელი გამუდმებით უნდა უსვამდეს საკუთარ თავს.

მონაწილეთა (მოსწავლეთა) რაოდენობა ჯგუფში: აუცილებელია, წინასწარ განისაზღვროს ისიც, თამაში ჯგუფურია თუ ინდივიდუალური, რადგან მონაწილეთა რაოდენობა ზოგიერთ თამაშში შეზღუდულია და პირიქით, არსებობს სოციალური თამაშები, რომლებიც დიდ ჯგუფებთან გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მცირესთან.

    მონაწილეთა აკადემიური დონე და სოციალური უნარები: აუცილებელია ამ ფაქტორთა გათვალისწინება და მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. მაგალითად, დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე შესაძლოა იყოს ღია, დინამიკური და სიამოვნებით მიიღოს მონაწილეობა ჯგუფურ თამაშში, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლემ, რომელსაც არ აქვს განვითარებული ინტერპერსონალური უნარები, პირიქით, უარი თქვას მასზე, ამიტომ თამაშის ისეთი წესების შერჩევაა საჭირო, რომლებიც ყველა მონაწილეს მოერგება.

      თამაშის დრო და ხანგრძლივობა: გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი თამაშის წესების ახსნას მეტი დრო სჭირდება, ზოგისას –  ნაკლები; ზოგი ჯგუფი უფრო იოლად ითვისებს წესებს, ზოგი – უფრო ძნელად. განსაზღვრეთ, რამდენი ხანი დაგჭირდებათ თამაშის დროს მოგროვებული ქულების დასათვლელად, რადგან ხშირად ეს პროცესი უფრო მეტ ხანს მოითხოვს, ვიდრე წარმოგვიდგენია.“

წიგნიერების შესახებ  სავადასხვა ლიტერატურული წყაროებიდან ვრწმუნდებით, რომ კითხვის შესწავლის პროცესებზე ბევრი განსხვავებული ფაქტორი ახდენს გავლენას. განსაკუთრებით აღსანიშნავია  ამ მხრივ ადრეული განათლება. მაგალითად, მე ძალიან დამაინტერესა მასწავლებლის წიგნში (ჯანელიძე. ლაბარტყავა . 2014 : 23) ამოკითხულმა ინფორმაციამ, სადაც ვკითხულობთ, რომ მკვლევარები ხაზს უსვამენ წიგნთან ურთიერთობის მნიშვნელობას ადრეულ ასაკში. კითხვის მიმართ მოსწავლის/ადამიანის დამოკიდებულება ხშირად განპიობებულია იმით, თუ რამდენად ინტენსიურად ჰქონდა მას, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში, ნაბეჭდ მასალებთან შეხება, ანუ რამდენად ხშირად უკითხავდნენ მას უფროსები წიგნებს.

აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კითხვის უნარის განვითარების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი, რიგ შემთხვევებში, არასაკმარისი და არასათანადო სწავლებაა.

კითხვის სწავლების პროცესებზე, რასაკვირველია, გავლენას ახდენს მოსწავლის კოგნიტური განვითარება. მარტივად რომ ვთქვად, ისინი ვინც .პიაჟეს აზრს  ეთანხმებიან, მიიჩნევენ, რომ სწავლა შედეგიანია მაშინ, თუ ის ბავშვის განვითარების დონეს შეესაბამება. ხოლო, ისინი ვინც .ვიგოტსკის თეორიას იზიარებენ, მიაჩნიათ, რომ პირიქით, სწავლა უწყობს ხელს განვითარებას.

როგორც არ უნდა იყოს, პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კლასი ერთი ჰომოგენური ჯგუფია, სადაც შედიან სხვადასხვა გამოცდილების, განვითარებისა და მიღწევების მქონე მოსწავლეები. მასწავლებელი იმგავარად უნდა წარმართავდეს სწავლებას, რომ ყოველმა მოსწავლემ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს თავისი განვითარების ფარგლებში.

თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი ინდივიდუალური განვითარების  უახლოესი ზონა (. ვიგოტსკი) და მასწავლებელმა ამ  ზონის ფარგლებში უნდა გაუწიოს მათ კონსტრუქციული  დახმაარება: ბავშვის სწავლების პროცესი ჯადოსნურ შუალედში უნდა მიმდინარეობდეს, როცა სწავლა მათთვის არც მოსაწყენი იქნება და  არც ძალიან რთული(.მელიქიშვილი, 2012 : 21).

როგორ მოვიქცეთ? რა მექანიზმები უნდა გამოვიყენოთ  ამისთვის?

ამ კითხვებზე  პასუხს  G-PRIED-ის სასწავლო-მეთოდოლოგიურ რესურსების კრებულში (კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, 2015.) ვკითხულობთ, რომელიც დაწყებითი კლასების მასწავლებლებს ეფექტურ და ინოვაციურ მიდგომებს/მეთოდებს სთავაზობს. კერძოდ, სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე - დიფერენცირებული სწავლება.

როგორც ამ კრებულშია აღწერილი, დიფერენცირებული სწავლება მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების  სხვადასხვა მეთოდს მოითხოვს.  სწავლების  ამგვარი  მიდგომა წარმატებით გამოიყენება კითხვისა და წერის უნარების განვითარების პროცესში, რომლის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნას გარკვეული საბაზო პრინციპები:

·         სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და გათვალისწინება.

·         მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები სწორად გადანაწილდნენ სამუშაო ჯგუფებში და თითოეულ ჯგუფს მიეცეს ადეკვატური სირთულის ტექსტები/დავალებები.

·         ყველა მოსწავლემ/ჯგუფმა  უნდა მიიღოს მიზნობრივი დახმარება  და უკუკავშირი კითხვის პროცესში და წერითი დავალებების შესრულებისას.

როგორც გამოიკვეთა,  მოსწავლის  კითხვის  უნარების  გაუმჯობესებისკენ მიმართული გზები  მისი ინდივიდუალური  საჭიროებების  შეფასებაზე გადის.



      მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო სისტემაში გაწაფული და გააზრებული კითხვა სწავლების ერთ-ერთი შემადგენილი ნაწილია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. არა ერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ თუ რა სარგებლობასთან/ სირთულესთან არის   დაკავშირებული და როგორ უნდა მოვახერხოთ პრობლემის წარმატებულად გადაჭრა;  რას გვასწავლის ეს კვლევა ისეთს, რაც შესაძლოა ჩვენს კოლეგებს და მოსწავლეებს სასიკთოდ წაადგეთ. კითხვის უნარ ჩვევების განვითარება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია მოსწავლისთვის , განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებში.

     დაწყებით კლასებში გააზრებული კითხვის სწავლებას უდიდესი როლი ენიჭება მოსწავლის შემდგომი განვითარებისთვის, გააზრებული კითხვა დაეხმარება მას სწავლების შემდგომ საფეხურზე გაუადვილდეს  სხვადასხვა დისციპლინების აღქმა-გაგება-გააზრება.კითხვის უნარის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს უნარები განაპირობებენ პიროვნების აკადემიურ თუ პროფესიულ წარმატებას  მთელი კარიერის მანძილზე.

     როგორც ერთ-ერთ სტატიაში (<დაწყებითი, ემერჯენტული წიგნიერება>-„კითხვის ეფექტური მეთოდები“- მასწავლებელთა  პროფესიული განვითარებისეროვნული ცენტრი 2013)    ვკითხულობთ  მკვლევარების აზრით, გამართული, გაწაფული-კითხვის ეფექტურობა დამოკიდებულია მოსწავლეების ასაკზე.  კითხვის პრობლემებს განსაკუთრებულად  ყურადღება დაწყებითი საფეხურის ასაკში უნდა მიექცეს.

   ყველა მკვლევარი თანხმდება,რომ ადრეულ  ასაკში წიგნიერების განვითარების ძირითადი ასპექტი არის წიგნიერი გარემო. როდესაც უფროსები ბავშვებს უკითხავენ წიგნებს, ან როცა ბავშვები ხედავენ, რომ მშობლები თავად კითხულობენ, მათაც ბუნებრივი ინტერესი უჩნდებათ დაწერილის მიმართ. ასე, რომ წიგნიერების გამოყენებითი ასპექტის გაცნობიერება ეხმარება ბავშვს დადებითად განეწყოს კითხვისა და წერისადმი. 

   როდესაც ადრეულ ასაკში წიგნიერების განვითარებასა და კითხვის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ გაგება-გააზრების კომპონენტი. გაგება გააზრება არის წაკითხული ტექსტის, მოსმენილი ინფორმაციის, სიტყვების, წინადადებების  და მათი კომბინაციების მნიშვნელობის კონსტრუირების პროცესი.  ამ უმნიშვნელოვანესი სააზროვნო უნარის განვითარებაში რომ დავეხმაროთ, ხშირად უნდა ჩავრთოთ ბავშვი გაგებაზე ორიენტირებულ თამაშებსა თუ აქტივობებში.  ერთი  შეხედვით თამაშმა, რომელიც ხატვას,  გაფერადებას,  ფერებთან მუშაობას, თვლისა და ანგარიშის, საკუთარი დამოკიდებულებების შესახებ საუბრის ელემენტებს შეიცავს, შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს  ბავშვების წიგნიერ ადამიანად ჩამოყალიბებაში.სწორედ ამგვარი თამაშები და წიგნთან რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დამეგობრება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ შემდგომ წარმატებებს ცხოვრებაში.

    სწავლა-სწავლება ერთი პროცესის ორი მხარეა. სწავლა წარმოადგენს სწავლების შედეგს. მეცნიერებაში სწავლა განიმარტება, როგორც ახალი ინფორმაციის, ცოდნის, ჩვევების, დამოკიდებულებებისა და განწყობების შეძენა. თანამედროვე მოთხოვნებისდა შესაბამისად, სწავლებამ ნებისმიერ ეტაპზე (მხედველობაში გვაქვს როგორც სასკოლო, სპეციალური და საუნივერსიტეტო, ისე ზრდასრულთა სწავლება) უნდა უზრუნველყოს პრაქტიკაში გამოსადეგი ცოდნის შეძენა და მისი გამოყენებისათვის აუცილებელი კონკრეტული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;  ზოგადსააზროვნო, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება;  ზოგადი კომპეტენციების ფორმირება.   სწავლების ყოველ ეტაპს საკუთარი სპეციფიკა ახლავს, რაც განპირობებულია შემსწავლელთა ასაკით, მათი მომზადების ხარისხით,  კონკრეტული სასწავლო მიზნებით... ასევე აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ ადამიანებს განსხვავებული უნარები და შესაძლებლობები აქვთ.  ყოველი ინდივიდი თავისებურად აღიქვამს მოვლენებს, იმახსოვრებს მასალას, აზროვნებს და მსჯელობს. ინდივიდუალური განსხვავებების ცოდნისა და საჭიროებების განსაზღვრის გარეშე შეუძლებელია ეფექტური სწავლება. სწორედ კონკრეტული ინდივიდისა და სამიზნე ჯგუფის შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა დაიგეგმოს სწავლების შესაძლო შედეგები და განისაზღვროს მათი მიღწევისათვის საჭირო მეთოდები და აქტივობები. სწავლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ სწავლების პროცესი კონკრეტულ შედეგზე იქნება ორიენტირებული. სწავლების წარმატებას განაპირობებს სწავლების მიზნებისა და შედეგების შესაბამისობა მათი მიღწევის საშუალებებთან.   მასწავლებელს, ლექტორს, ტრენერს, ფასილიტატორს მოეთხოვება შეარჩიოს კონკრეტული მასალის შესწავლის ოპტიმალური ფორმა: შექმნას სწორად ორგანიზებული სასწავლო გარემო, განახორციელოს ცოდნის გადაცემის პროცესი შესაბამისი კომუნიკაციის ფორმით - გამოიყენოს სწავლების მიზნის შესაბამისი მეთოდები და აქტივობები.  თავისთავად ამა თუ იმ მეთოდის გამოყენება შედეგს არ უზრუნველყოფს, მაგრამ მხოლოდ სწავლების მეთოდების სწორად შერჩევის შემთხვევაშია შესაძლებელი ღრმა, შეგნებული და პროდუქტიული ცოდნის შეძენა.  თანამედროვე ეტაპზე სწავლა-სწავლების პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე.  შესაბამისად, მეთოდთა კლასიფიკაციის ერთ-ერთ ძირითად ვარიანტად მიღებულია სისტემა, რომელშიც მეთოდებს ყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლის აქტივობის ხარისხის მიხედვით. მეთოდები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად:  პასიური მეთოდები, როდესაც სწავლების დროს ძირითადი მოქმედი ფიგურა მასწავლებელია და მოსწავლე პასიური მსმენელის როლში იმყოფება. აქტიური მეთოდები: ამ დროს მოსწავლე აქტიურ მონაწილეობას იღებს სწავლების პროცესში. იგი თანამშრომლობს მასწავლებელთან. ინტერაქტიური მეთოდები: „შემეცნებითი და კომუნიკაციური ქმედების ორგანიზების სპეციალური ფორმა, რომლის დროსაც მოსწავლეები ჩართულნი არიან შემეცნების პროცესში, აქვთ საშუალება გაიგონ და რეფლექსია მოახდინონ იმაზე, რაც იციან და რასაც ფიქრობენ.“  ინტერაქტიური სწავლების დროს მოსწავლეები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და მასწავლებელთან.



2.  კვლევის მეთოდების შერჩევა, მეთოდოლოგია

     კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

·         მასწავლებელთა გამოკითხვა - აღნიშნულ მეთოდს მივმართე მასწავლებელთა მოსაზრებების გასაცნობად, ათა პასუხი მიმეღო კითხვებზე:  რამდენად მნიშვნელოვანია მათი აზრით კითხვის პრობლემების მოგვარება? რაში ეხმარებათ  მათ კითხვა და რა სირთულეებს  წარმოქმნის თუ არ წაიკითხავენ?

·         ფოკუსჯგუფი ჩატარდა პირველი კლასის მშობლებთან და დაწყებითი კათედრის პედაგოგებთან. ის ჩატარდა ორ ეტაპად, პირველი კვლევის დასაწყისში, მეორე კი კვლევის  დასასრულს. მისი მიზანი იყო მათი აზრის და დამოკიდებულების შესწავლა, რაც დამეხმარა კვლევის  სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში და  ბოლოს ინტერვენციების შეფასებაში.

·          ანკეტირება - მივმართე ანკეტირებას. კითხვარები მომზადდა პირველი კლასის მოსწავლეებისა (იხ. დანართი N2),   და მათი მშობლებისათვის  (იხ. დანართი N1),, ასევე დაყწებითი კათედრის წევრებისათვის  (იხ. დანართი N3),. კითხვები იყო დახურული, ღია და ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება პასუხის გაცემის დროს გულწრფელია და შესაბამისად, მის მიერ გაცემული პასუხები ზუსტი და სანდოა;

·           ინტერვიუ - აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა გამერკვია პედაგოგებისა და მოსწავლეების დამოკიდებულება კითხვის  პრობლემის მიმართ და განხორციელებული ინტერვენციების ეფექტურობა (იხ. დანართი N 5 ),

·         ფოკუსირებული დაკვირვება- ეს მეთოდი გამოვიყენე ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით საგაკვეთილო პროცესის დასაკვირვებლად;

·         მეორადი მონაცემების ანალიზი - ეს მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის გამოვიყენე.

3.  ინტერვენციების აუცილებლობა



  მოწავლეებში კითხვის პრობლემის აღმოფხვრა და მათი სწავლის მოტივაციის გაზრდა  სასწრაფო ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. ამ პრობლემის გადასაწყვეტად უნდა დავგეგმო ინტერვენციები. კითხვის ფლობის უნარების გასაუნმჯობესებლად და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისათვის საჭიროდ მიმაჩნია ახალი მრავალფეროვანი სტრატეგიების შემუშავება. რისთვისაც დავგეგმე კვლევის წარმოება ამ კლასში.

     ამ პრობლემის გამოსწორების მიზნით, გადავწყვიტე მათთვის მიმეცა დამატებითი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, თუმცა შევამჩნიე რომ ისინი ჩემს მიერ მითითებულ საკითხავ მასალას უინტერესოდ და ძალდატანებით კითხულობდნენ.

     დავიწყე ფიქრი იმის შესახებ თუ რა ფორმის და შინაარსის საკითხავი მასალა დააინტერესებდათ მათ, რომ მათთვის კითხვის პროცესი არ ყოფილიყო „დასჯა“ ან „ტანჯვა“.  კითხვის პრობლემა  წასაკითხი ტექსტის სირთულეშია  თუ  მოცულობაში? აი  ის კითხვები, რომელთა მოსაგვარებლად გადავწყვიტე განმეხორციელებინა კვლევა დაწყებითი კლასის კათედრის წევრებთან, პირველიე კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად.

1.       პირველ რიგში აუცილებელი ინტერვენციაა შესაბამისი ლიტერატურის გაცნობა:

2.      კოლეგების გამოცდილების გაზიარება:

3.      მშობლებთან საუბრების ჩატარება და მათი მოსაზრებების გათვალისწინება მუშაობაში;

4.      კითხვის უფრო მეტი  სახალისო აქტივობების გამოყენება სწავლებაში;

5.      მოსწავლეთა ჩართვა კლასგარეშე აქტივობებში;

6.      გამოჩენილი ადამიანების შესახებ ხშირი საუბრები მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით;

7.      მოსწავლეთა კითხვის დინამიკის შესწავლის მიზნით ჩანაწერების დღიურის წარმოება;

8.      მოსწავლეთა შედეგების შესხებ ცნობების მიწოდება მშობლებისათვის.



4.  ინტერვენციის აღწერა -განხორციელებული ქმედებები



         შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი ინტერვენციებ:

1. ინტერვენცია შესაბამისი ლიტერატურის გაცნობა: სხვადასხვა ლიტერატურის მოძიება  კითხვის პრობლემებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო ბიბლიოთეკაში, ისე – ინტერნეტში. ლიტერატურის გაცნობის მიზანი იყო მოსწავლეებთან არსებული კითხვის პრობლემების დროს გავითვალისწინო მიღებული ინფორმაცია და მოსწავლეებს  წასაკითხი ტექსტები მივაწოდო ისეთი სახით და ისეთი დოზით, რომ მოსწავლემ წაიკითხოს ხალისით.                                            

         შესაბამისი ლიტერატურის გაცნობის შემდეგ კარგად გავაცნობიერე, რომ პირველ კლასის მოსწავლეებთან მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე მმართებს მოსწავლის შესაძლებლობის შეფასებასა და მისი შესაძლებლობების რწმენის განვითარებისთვის.  კარგად გავაცნობიერე, რომ როცა მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობეის რწმენა ექნება, მხოლოდ მაშინ იქნება მისი მოტივაცია მაღალი და ექნება მაღალი შედეგები სწავლაში.

2. ინტერვენცია- კოლეგების გამოცდილების გაზიარება:  რომლის მიზანი იყო   დაწყებითი კლასის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაინდივიდუალური გადაწყვეტილებების კოლეგებისთვის გაზიარება, შეჯერება თუ რა სახის და რაოდენობის ტექსტები  უნდა მივცეთ მოსწავლეებს წასაკითხად. შედეგად შევარჩიე რეკომენდირებული ლიტერატურის ჩამონათვალი.  ( იხ. დანართი N3)

3. ინტერვენცია-დროული რეკომენდაციები. მოსწავლეებისთვის დროულად ავსცემ რეკომენდაციებს კითხვის პრობლემის აღმოჩენისთანავე, დროულად და სრულყოფილად ვაახდენ დავალების შემოწმებას, შესაბამისი კომენტარებით მშობლებს ვაწვდი ამომწურავ ინფორმაციას შვილის მუშაობის დონის შესახებ და ერთობლივად ვსახავთ პრობლემის პრევენციის გზებს.                                                                                                    

4.  ინტერვენცია- მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება: ჩატარ მშობლებთან შეხვედრები, სადაც  დეტალურად ესაუბრე მშობლებს კითხვის  მნიშვნელობაზე, კითხვის პრობლემებზე და პრობლემების გამოსწორების გზებზე. მათ მივეცი რეკომენდაციები, თუ როგორ ჩაერთონ  შვილებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის- კითხვის პროცესში.

5. კითხვის უფრო მეტი  სახალისო აქტივობების გამოყენების მიზნით დავგემე და განვახორციელე არაერთი ინტერვენცია სწავლებაში. შესაბამისი ლიტერატურის გაცნობისა და კოლეგების გამოცდილების გაზიარების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ საჭიროა  ხშირად გავამდიდრო საგაკვეთილო პროცესი იმ მეთოდებითა და აქტივობებით, რომლებიც ორიენტირებულია კითხვის უნარების განვითარებაზე. დაწყებით საფეხურზე ასეთ მეთოდებსა და აქტივობებს თუ თამაშის სახეს მივცემთ, უფრო გავზრდით მოსწავლეთა მოტივაციას, ჩართულობას და სასურველ მიზანსაც  უფრო ადვილად მივაღწევთ, რადგან  თამაში ბავშვის მიერ რეალობის შემოქმეთებითად ასახვის ფორმაა, რომელშიც, ამავდროულად,მისი ინსტიქტური და ბიოლოგიური მოთხოვნილებებია ჩადებული.

    გაკვეთილზე თამაშის გამოყენება კომუნიკაციური მიდგომის ერთ-ერთი სახესხვაობაა, რომელის მეშვეობითაც გაუმჯობესდა მოსწავლეთა სოციალური უნარები, ზეპირმეტყველება და ინტერაქცია.

       ქართული ენის გაკვეთილზე გასართობი ქმედების გამოყენების  უმთავრესი უპირატესობა მოტივაციის ამაღლება აღმოჩნდა. ამ დროს მონაწილე უშუალოდა იყო ჩართული პროცესში. ამ დროს თამაშის გამოყენება არა მხოლოდ წმინდა ლინგვისტური შესაძლებლობების განვითარებას კი არ ისახავდა მიზნად, არამედ მოქმედებას და რეაქციას სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაციაში. თამაშის გამოყენებით თანაკლასელები უფრო მეტად დაახლოვდნენ ერთმანეთთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პირველ კლასში. გარდა ამისა, თამაში სცდება ფუნქციურ მიზნებს და მიდის უფრო შორს – მეტყველების გაუმჯობესამდე, სიტყვის თქმამდე და ა.შ.

   თამაშების დროს ვითვალისწინებ შემდეგ რეკომენდაციებს: ვარჩევ თამაშისთვის სასურველ დროს; ხელს ვუწყობ პოზიტიური გარემოს შექმნას;  ვუხსნი მონაწილეებს წესებს და ვამოწმებ, ყველამ გაიგო თუ არა მითითებები., თამაშის დროს ვამხნევებ მოსწავლეებს, რათა მათ აქტიური მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეთ.   თამაშის დასრულების შემდეგ კი ვაჯამებ თამაშს. ამასთან, მომავალი თამაშის იდეასაც ვსახავ.

     ეს  აქტიური თამაშებია: „მხიარული ბანქო“,  „მასწავლებელი-კალამი“, დეკოდირების უნარების გასავითარებელი აქტივობები,  „ლექსიკური რუკა“...

 


    ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ,  რომელსაც მოსწავლეები კითხვისა და წერის სწავლების  საწყის ეტაპზე აწყდებიან, არის მარცვლისაგან სიტყვის შეკვრა, ხოლო მიღებული სიტყვისგან წინადადების აწყობა და მათი გაგება-გააზრება. იმისთვის, რომ გავუადვილო მოსწავლეებს ფონოლოგიური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესი, ხშირად ვთავაზობ ისეთ აქტივობებს და თამაშებს, რომლებიც სწორედ მარცვლებსა და სიტყვებზე ვარჯიშს ითვალისწინებს. ერთ-ერთი მეთოდია  მხიარული ბანქო“.  იგი აგებულია გუნდური თამაშის პრინციპზე და მიზნად ისახავს მარცვლების სიტყვებად გამთლიანებას და მიღებული სიტყვებით წინადადების აწყობის უნარის განვითარებას.  ამ ინტერვენციის გამოყენებისას ჯერ კლასს ვყოფ ორ  ჯგუფად და ვუხსნი მათ თამაშის წესებს. თითოეული ჯგუფის მაგიდის შუაგულში  ვათავსებ ბარათების, ანუ ბანქოს  თითო დასტას პირით ქვევით, ისე, რომ მოსწავლეები ვერ ხედავდნენ მარცვლებს.  ჯგუფიდან თითო მოსწავლე იღებს ერთ ბარათს დასტიდან, აბრუნებს მას და დებს მაგიდაზე.  შემდეგი მოსწავლე იღებს სხვა ბარათს  და ამოწმებს, ქმნის თუ არა ამ ორ ბარათზე გამოსახული  მარცვლები სიტყვას.  მოსწავლე ბარათს აბრუნებს დასტაში. თამაშს აგრძელებს შემდეგი მოსწავლე, რომელიც იღებს სხვა ბარათს.  თამაში გრძელდება წინასწარ  დანიშნული დროის (დაახლოებით 7-10 წუთის) ამოწურვამდე.  შესაბამისობა ესგ-სთან ქართ. 1. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.  ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვა.



    ინტერვენცია „მასწავლებელი-კალამი“ - ესგ ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.  ქართ. I. 15. მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.

     ამ ინტერვენციისას მასწავლებელი დაფაზე ვწერ მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ  ტექსტს, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა მიზნით ვამუშავებთ.   საფეხური 1. თემის  შერჩევა. შერჩევა შეიძლება დაეფუძნოს ილუსტრაციას, საანბანე  სიტყვას, კლასგარეშე ან საკლასო აქტივობას... საფეხური2. ტექსტის  შექმნა მოსწავლეებს ვეხმარები იდეების ,,მოჩხრეკვაში“. შემდეგ მოსწავლეების მიერ  გამოთქმულ წინადადებებს ვწერ  დაფზე ისე, რომ გამოვიდეს ამბავი. წერისას ვიყენებ ერთობლივი წერის მეთოდს- ზოგიერთი მოსწავლე ერთ  სიტყვას დაწერს, ზოგი მეორეს...  საფეხური 3.  ტექსტის წაკითხვა:- მასწავლებელი ხელის გაყოლებით ხმამაღლა ვკითხულობ  ტექსტს.  შემდეგ კი მოსწავლეები საუბრობენ შინაარსის შესახებ. ბავშვები  კითხულობენ  ტექსტს  ერთობლივი კითხვის  ვარიაციებით (ერთობლივი კითხვა, ექოდ კითხვა,  ქოროში კითხვა).  საფეხური3.  ტექსტის დაშლა და აწყობა- ფურცლებს  ვჭრით ნაწილებად, ზოლებად, სიტყვებად. ბავშვები კი აწყობენ ჯერ წინადადებებს სიტყვებისგან, ხოლო შემდეგ ამ წინადადებისგან მთლიან ტექსტს.





  დეკოდირების უნარების გასავითარებელი აქტივობები:

A.     ორი  სიტყვის შედარება- მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ  ნაცნობ სიტყვებს, პოულობენ მსაგვსებებს (საერთო ასოს, მარცვალს,  მათ მდებარეობას)

B.      პატარა სიტყვის პოვნა დიდ სიტყვაში  (მაგ. მახე, გალია, დათვი)

C.       მოძრავი ანბანით  მუშაობა- მოსწავლე სიტყვების ხმოვან ხატს შლის ბგერებად (ანალიზი),  დაადგენს რა ასოები დაჭირდება მას ამ სიტყვის ასაწყობად, მოიძიებს შესაბამის ასოებს, შემდეგ აააწყობს სიტყვას, განალაგებს ასოებს შესაბამისი თანმიმდევრობით (სინთეზი) და წაიკითხავს სიტყვებს.

D.     მოძრავი ანბანით აწყობილი სიტყვების ერთად შემოწმება. მოსწავლეები  ნამუშევარს ერთად შეამოწმებენ შემდეგი პარამეტრებით: ა)  არის თუ არა დაშორება სიტყვებს შორის?   ბ) სწორად არის თუ არა ჩასმული ასოები სიტყვაში?  გ) სწორად არის თუ არა დასმული  ქვედა და ზედა ასოები? 

ბ ა რ ა თ ი   ს ო კ ო
ბ ა რ ა თ ი   მ ა ნ ქ ა ნ ა
ფისო
წვიმა
გოგო
კატა
ყაყაჩო
ცა

E.       ვიპოვოთ წესი- მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ, რა წესის  მიხედვით არის  სიტყვები  სვეტებში განლაგებული (მაგ. პირველ სვეტში სიტყვები, რომლებიც ასო  ,,ო“ მთავრდება,  მეორე სვეტში ასო ,,ა“-ზე დამთავრებული სიტყვები მაგალითად, შეიძლება განვიხილოთ შემდეგი  ცხრილი



F.      აღმოვაჩინოთ, რომელი სიტყვა  არღვევს  წესს-  გარკვეული წესით ორ სვეტად დაჯგუფებულ სიტყვებში თითო გამონაკლისია. მოსწავლემ ჯერ უნდა  მიაგნოს წესს, შემდეგ  კი რომელი  მაგალითი არღვევს წესს.

G.      ,,იპოვე ზედმეტი“ საერთო კანონზომიერების მქონე სიტყვების ჩამონათვალში  წარმოდგენილია ერთი სიტყვა,  რომელიც არ ექვემდებარება ამ  კანონზომიერებას. მოსწავლეებმა უნდა მიაგნონ ამ სიტყვას.

H.      რითმების შექმნა საკუთარი სახელების გამოყენებით- მოსწავლეები ეძებენ სიტყვებს, რომლებიც ირითმება მათ სახელებთან (მაგ. ,,მე ვარ ილია, ჩემი ფაფა თბილია’,   ,,მე ვარ ნინო, მაქვს პიანინო’,   ,,მე ვარ რეზო, მიყვარს ჩემი ეზო“,  მე ვარ ნატა, მყავს თეთრი კატა“)...



 6. ინტერვენცია-გამოჩენილი ადამიანების შესახებ ხშირი საუბრები მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით;



 7. ინტერვენცია -მოსწავლეთა კითხვის დინამიკის შესწავლის მიზნით  ჩანაწერების დღიურის წარმოება. ამ ინტერვენციის მიზნია აღვწერო მოსწავლეთა განვითარების დინამიკა და შევაფასო ჩატარებული ინტერვენციების ეფექტურობა.



8.     ინტერვენცია მოსწავლეთა შედეგების შესახებ ცნობების მიწოდება მშობლებისათვის. ამ ინტერვენციის მიზანი იყო მოსწავლეთა მშობლების მეტი ჩართულობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესში,  რათა მშობლებმა დაუსახოს შვილებს თავისი განვითარების უახლოესი დონე და და  დამეხმაროს განვითარების შემდეგ დონეზე გადასაყვანად.



9. კარგ მკითხველად ჩამოყალიბებისათვის გამოვიყენე ინტერვენცია  ,,იპოვე შენი ადგილი“ მოსწავლეთა თვითშეფასების უნარებისა  და მოტვიაციის გაზრდის მიზნით. მოსწავლეები ყოველდღიურად წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით პოულობენ საკუთარ ადგილს   დიაგრამაზე. ეს ინტერვენცია კარგი შედეგის მომტანი აღმოჩნდა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისათვის.

Iადგილი
IIIადგილი
IIადგილი





























კარგი მკითხველი რომ იყოს, მოსწავლე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სამ კრიტერიუმს:  1- მკაფიო ამოკითხვა,  2- ინტონაცია     3- ტემპი (სასვენი ნიშნების დაცვა) და ტემბრი. მოსწავლეები დიდი სიზუსტით  პოულობენ თავიანთ ადგილს ამ დიაგრამაში და ცდილობენ ყოვლდღიურად იყვნენ რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე.



5.  კვლევის შედეგების სტატისტიკური ანალიზი



   კვლევაში მონაწილეობა მიიღო დაწყებითი კათედრის ხუთმა მასწავლებელმა ყოველგვარი შერჩევის გარეშე, მათი გამოკითხვის შედეგად დავადგინე, რომ  მათი აზრით  სწორი მედოლოგიით მუშაობისას მოსწავლეების უმეტესობა ხალისით კითხულობს. კითხვაზე  ხალისით კითხულობენ თუ არა თქვენი მოსწავლეები?   დიახ  პასუხობს  4 მასწავლებელი, ხოლო  ,,არა“ -ს პასუხობს 1 მასწავლებელი.

 
12. კვლევის მიგნებები და  რეკომენდაციები
      ჩემი კვლევის მთავარ მიგნებად მიმაჩნია, ის რომ  კვლევაში წამოყენებული ჰიპოთეზა: სწავლების ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუ:   გამოყენებული იქნება ისეთი ტიპის აქტივობები, რომლებიც გამოიწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას და მათ აქტიურ ჩაბმას საგაკვეთილო პროცესში, სწორად მოხდება ახალი მასალის მიწოდების მეთოდოლოგიის შერჩევა და  მოხდება მოსწავლეების უფრო აქტიური ჩართვა სასწავლო პროექტებში. ეს ჰიპოთეზა დადასტურდა კვლევის მიმდინარეობისას.
      მონაცემთა  ანალიზისას  გამოიკვეთა  რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
·          საჭიროა უფრო ხშირად და მეტი ნაყოფიერებით ხდებოდეს   გამოცდილების გაზიარება პედაგოგებს  შორის;
·         საჭიროა მასწავლებელმა უფრო საინტერესო გახადოს კითხვის პროცესი მოსწავლეებისთვის ინოვაციური მეთოდების გამოყენებით;
·         მშობელთა აქტიური ჩართვა სწავლაში, მათი დროული ინფორმირება შვილის მიღწევების შესახებ;
·         პირველ კლასის მოსწავლეებთან მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მოსწავლის შესაძლებლობის შეფასებასა და მისი შესაძლებლობების რწმენის განვითარებისთვის.  როცა მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობეის რწმენა ექნება, მხოლოდ მაშინ იქნება მისი მოტივაცია მაღალი და ექნება მაღალი შედეგები სწავლაში.

         მშობლებისათვის რეკომენდაციები:
    იმ რეალობაში, როცა ბავშვს უამრავი გასართობი აქვს, უნდა მოვახერხოთ, რომ წიგნის კითხვა ვუქციოთ სასიამოვნო პროცესად და ეს  არ იყოს მისი ვალდებულება. ვეცადოთ ბავშვებს არ დავატანოთ ძალა წიგნის კითხვისას, როცა ამის სურვილი არ აქვს. თუ ბავშვი არ კითხულობს მისი სურვილით, არა უშავს, ძილის წინ წავუკითხოთ რაიმე სასიამოვნო, რითაც მას დავეხმარებით წიგნთან დაახლოებაში  და  მალე  წაკითხვა მისთვისაც მოთხოვნილება გახდება. მომზადდა სარეკომენდაციო საკითხავი  ლიტერატურის ჩამონათვალი (იხ. დანართი N 4)
     რეკომენდაციები მასწავლებელებისათვის: მუშაობის გაფართოების მიზნით აუცილებელია მასწავლებლები მუდმივად ვზრუნავდეთ თვითგანვითარებაზე, რისთვისაც საჭიროა მეტი რაოდენობის შესაბამისი მეთოდური ლიტერატურის მოძიება და გაცნობა;  სჭიროა სახალისო გასართობი აქტივობებით მოსწავლეებს გავიღვიძოთ სწავლისა და კითხვის სიყვარული, რადგან იმისადა მიხედვით, თუ როგორ საამღზრდელო გარემოში იმყოფება ბავშვი, ხდება შესაბამისი პიროვნული სტრუქტურისა და პოზიციების, ან მისი პიროვნული სამყაროს ჩამოყალიბება. ამიტომ საჭიროა  ასევე  უფრო აქტიურად ვითანამშროლოთ მშობლებთან. ჩემი აზრით ერთ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ასევე, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან მეტი საუბარი გამოჩენილ ადამიანებზე მათი მოტივაციის გაზრდის მიზნით.  დაწყებითი კლასების პედაგოგებს შორის თანამშრომლობის მეტად გაღრმავება და ინდივინდუალური გადაწყვეტილებიების კოლეგებისათვის გაზიარებაც უფრო მეტად უნდა ხდებოდეს,  უფრო ხშირად უნდა შევაჯეროთ კოლეგებმა ერთმანეთთან, თუ რა სახის  და რა რაოდენობის ტექსტები უნდა მივცეთ მოსწავლეებს წასაკითხად.


13. კვლევის შედეგები და დასკვნები
       მოსწავლეებში უკეთესი შედეგების მიღწევისა და ჩემი პროფესიული დონის ამაღლების მიზნით    წარმოებულ კვლევის  პროცესში ვაკვირდებოდი მუშაობისა და შედეგების დინამიკას  სსიპ ქალაქ  სამტრედიის N11 საჯარო  I4 კლასის მოსწავლეების კითხვის უნარების განვითარებაში. ამ კვლევის წარმოებისას  ჩემი ამოცანა იყო პირველ კლასში მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება და  მათთვის მეტი კითხვის აუცილებლობა დანახვა.
   კვლევის მიზანი იყო აუცილებელი სტრატეგეიების გამოყენებით  მოსწავლეებში ამაღლდეს სწავლის მოტივაცია, გადაიჭრას სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებში არსებული კითხვის პრობლემები, მოსწავლეებში გაიზარდოს წიგნის კითხვის მოთხოვნილება და შედეგად გაიზარდოს სწავლების ხარისხი.
     ასევე ჩემი ამოცანა იყო კითხვაში გამორჩეულად მაღალი შედეგები ჰქონდეს კლასის  მეტ მოსწავლეს და სუსტი არცერთი აღარ იყოს.
      კვლევის შედეგად სსიპ ქალაქ სკოლის სამტრედიის N11 საჯარო I4 კლასის მოსწავლეების კითხვის უნარები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კვლევის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით მივაღწიე მიზანს და  შევძელი მოსწავლეებში  სწავლის მოტივაციის ამაღლება. გაუმჯობესდა მოსწავლეებში არსებული კითხვის დონე, მოსწავლეებში გაიზარდა წიგნის კითხვის მოთხოვნილება, რადგან თავად დაინახეს მეტი კითხვის აუცილებლობა.  ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობის დონე და ხარისხი სასწავლო პროცესში,
     კვლევის ფარგლებში ვაკვირდებოდი თითოეული მოსწავლის კითხვის ხარისხსა და პრობლემებს, ასევე  სწავლისა და თავისუფალი დროის მიმართ მათ დამოკიდებულებას. შედეგად დაგეგმილი ინტერვენციები იყო ეფექტური. რადგან ინტერვენციების შედეგად  კითხვაში  გამორჩეულად მაღალი შედეგები აქვს კლასის  მეტ მოსწავლეს და სუსტი არცერთი აღარ არის, შედარებით დაბალი შედეგების მქონე კი არის მხოლოდ 2 მოსწავლე, რომლებთანაც მომავალშიც გავაგრძელებ მუშაობას.
    პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ,,სწავლის მოტვაციის გაძლიერებისა და კითხვის პრობლემების აღმოფხვრისათვის საჭირო სტრატეგიები პირველ კლასში“ განხორციელება მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს პრაქტიკაში. მასზე მუშაობისას მიღებული გამოცდილება და კვლევის შედეგად დაგეგმილი ინტერვენციები  დამეხმარება მომავალი მუშაობის დაგეგმვაში, ასევე  დაეხმარება სკოლის სხვა მასწავლებლებს მუშაობის სრულყოფილად წარმართვაში. ამიტომ ვთვლი, რომ კვლევმ კვლევამ დასახულ მიზანს მიაღწია და ის სარგებელის მომტანია  მთელი სკოლისათვის.
    ამ კვლევიდან  მიღებული ერთ-ერთი შედეგია  ასევე მოსწავლეთა დაინტერესების ზრდა.  დასკვნა: ის ახალი მეთოდები და რეკომენდაციები, რასაც გვთავაზობს  თანამედროვე განათლების სისტემა ნამდვილად ეფექტურია და მოსწავლეთა საჭიროებებს მორგებული. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ პედაგოგები ამ ახალი მიდგომებით იხელმძღვანელებენ, შეძლებენ  ნებისმიერ სასურველ შედეგზე გასვლას, რასაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლი გეგმა.
    მოქმედების სტრატეგიების იმ თანმიმდევრობით განხორციელება, რაც აღნიშნულ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას  განვახორციელე, გამოადგება კოლეგებს, რომლებსაც საკუთარ პრაქტიკაში შეექმნებათ მსგავსი პრობლემები.
      ჩემი გამოცდილება პედაგოგებს დაეხმარებათ მოსწავლეთა სხვადასხვა თავისებურებათა უკეთ გათვალისწინაბაში, რაც საგაკვეთილო პროცესს და კლასგარეშე აქტივობების უფრო შედეგიანად წარმართვაში დაეხმარებათ და  მუშაობას გაუადვილებთ.
   ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნას, რომ კვლევა და კვლევისას შემუშავებული რეკომენდაციები  სასარგებლო აღმოჩნდა როგორც I4 კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, ასევე ჩემთვის და სკოლის  სხვა მასწავლებლებისთვისაც.  მაშასადამე,  პირველ კლასის მოსწავლეებთან მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მოსწავლის შესაძლებლობის შეფასებასა და მისი შესაძლებლობების რწმენის განვითარებისთვის.  როცა მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობეის რწმენა ექნება, მხოლოდ მაშინ იქნება მისი მოტივაცია მაღალი და აჩვენებს  მაღალ შედეგებ სწავლაში.  მასწავლებელმა კი უნდა გამოიყენოს მრავალფეროვანი სახალისო აქტივობები მოსწავლეთა ინტერესისა და მოტივაციის გაზრისათვის.
      აღნიშნული კვლევის ანგარიში წარვადგინე დაწყებითი განათლების კათედრის სხდომაზე პრეზენტაციის სახით მიღებული გამოცდილების გაზიარების, ასევე კოლეგების მხრიდან უკუკავშირის მიღების მიზნით. კვლევის შედეგების გაზიარების შემდეგ კოლეგებისაგან მივიღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი უკუკავშირები და გამოვიტანე  დასკვნა: საკვლევი საკითხი სწაორადაა განსაზღვრული და თემის აქტუალურობა დამაჯერებლად არის დასაბუთებული. ასევე გავაანალიზე კოლეგების უკუკავშირი. კოლეგები მზად არიან თავიანთ პრაქტიკაშიც დანერგონ მსგავსი ტიპის  კვლევები და ეს კვლევები მათ დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებასა და სწავლების შედეგების გაუმჯობესებაში. 



14.     გამოყენებული ლიტერატურა:

2.    (<დაწყებითი, ემერჯენტული წიგნიერება>-„კითხვის ეფექტური მეთოდები“- მასწავლებელთა  პროფესიული განვითარებისეროვნული ცენტრი 2013)   
4.     ინტერაქტიული მეთოდების კრებული და ტესტები.   მასწავლებლის ბიბლიოთეკა  თბილისი 2013
5.     საერთაშორისო საგანმანათლებო კვლევები საქართველოში-- ი.კუტალაძე. 2012
6.     https://www.youtube.com/watch?v=_LOY8gu2XQk         ერთობლივი კითხვა
9.    ინასარიძე , ლობჟანიძე , რატიანი , სამსონია . „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების             და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევინაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016   http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
10.  ლობჟანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევებიინტერნეტჟურნალიმასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.     http://mastsavlebeli.ge/?p=281
11. https://eon.ge/wp-content/uploads/2019/01/  განწყობის-ფსიქოლოგია.pdf  დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია



დანართები:

დანართი N 1  ანკეტა  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლებისათვის
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში არსებულ კითხვის პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი როგორც მშობლის მონაწილეობა  ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.  არა არის საჭირო კითხვარზე სახელის  და გვარის მითითება.
1)     საკმარის დროს ანდომებს თუ არა თქვენი შვილი კითხვას?
          ა)     დიახ                                          ბ)  არა
    2)  ხალისით კითხულობს თუ არა თქვენი შვილი?
          ა)   დიახ                                           ბ)   არა

3)     ბავშვის რეჟიმის სწორედ განაწილებაზე პასუხისმგებელია
                  ა)  ოჯახი                           ბ)     დედა                                   გ)      ბავშვი

4)     ბავშვს გვიან დაძინება უწევს:
           ა)    კითხვის გამო  (დავალების გამო)             ბ)   დროის არასწორად განაწილების გამო
          გ)   ტელეგადაცემების გამო         დ)   კომპიუტერს ვერ წყდება       ე) ასეთი შემთხვევა არ მქონია

5)      რჩება თუ არა მოსწავლეს დრო კლასგარეშე ლიტერატურის კითხვისთვის?
           ა) დიახ                              ბ)       ხანდახან                          გ)     არა

6)     ვის უზიარებს თვენი შვილი წაკითხული ნაწარმოების შემდეგ შთაბეჭდილებებს?
                          ა)  ოჯახის სხვა წევრს              ბ)    მასწავლებელს          გ)     მეგობარს

7)      უნდა კითხულობდეს თუ არა თქვენი შვილი დამატებით კლასგარეშე ლიტერატურას?
                            ა)   დიახ                                        ბ)    არა

8)     თქვენი აზრით რაში დაეხმარება მათ კლასგარეშე კითხვა?
       ა)  აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში  
       ბ)   აზროვნების ჩამოყალიბებაში                              გ)    ცხოვრების უკეთ შეცნობაში
       

დანართი N2   ანკეტა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის

   ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში არსებულ კითხვის პრობლემების გასაუმჯობესებლად.  შენი როგორც მოსწავლის  მონაწილეობა  ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმათებისთვის. შენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.  არა არის საჭირო კითხვარზე სახელის  და გვარის მითითება.

1.    გიყვარს თუ არა კითხვა?
             ა) დიახ                        ბ)არა    
2.   გვიან ვიძინებ...
ა)კითხვის გამო  (დავალების გამო)     ბ )დროის არასწორად განაწილების გამო
გ)ტელეგადაცემების გამო

3.  იცნობ თუ არა რომელიმე წრმატებულ პიროვნებას და მის ბიოგრაფიას?
              ა) დიახ             ბ)არა          

4. რა სიხშირით კითხულობ კლასგარეშე ლიტერატურას?
              ა)ხშირად            ბ)იშვიათად            გ)   საერთოდ არ ვკითხულობ

5.     რა უფრო მოგწონს, სხვისი მოსმენა თუ თავად წაკითხვა?
           ა) ოჯახის წევრის წაკითხვის მოსმენა
           ბ)მასწავლებელის   წაკითხვის მოსმენა
           გ) მიყვარს თვითონ როცა ვკითხულობ
                   
6.      შენი აზრით რაში დაგეხმარება კლასგარეშე კითხვა?
         ა)   კარგად  რომ ვისწავლო მომავალში    ბ)  რომ არ ჩამოვრჩე მეგობრებს. 
        გ) მშობლები რომ  გავახარო


           
დანართი N 3   ანკეტა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის

    ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში არსებულ კითხვის პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი როგორც მასწავლებლის  მონაწილეობა  ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმათებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.  არა არის საჭირო კითხვარზე სახელის  და გვარის მითითება.

1.       ხალისით კითხულობენ თუ არა თქვენი მოსწავლეები?
        ა) დიახ                                                             ბ)  არა

2.  ტექსტის წაკითხვის წინ, მოტივაციის  გაზრდის მიზნით  აღუძრავთ თუ არა ინტერესს  მოსწავლეებს?
              ა) არასოდეს დავაინტერსებ ტექსტის მიმართ      
              ბ) ყოველთვის აღუძრავ ინტერესს
             გ)ხანდახან აღვუძრავ ინტერესს

3. გიზიარებთ თუ არა მოსწავლე წაკითხული ნაწარმოების შთაბეჭდილებებს?
                ა)  ყოველთვის                           ბ)  ხანდახან                             გ)  არასოდეს

4. როგორ  ფიქრობთ, ტექსტი ან ნაწაროები, რომელსაც თქვენ აძლევთ მოსწავლეს წასაკითად, შეესაბამება თუ არა მოსწავლის ასაკს?
                 ა) დიახ შეეფერება                                        ბ)      არ შეეფერება

5. როგორ ფიქრობთ, თქვენს მიერ მიცემული წასაკითხი ტექსტი:
                  ა) ზომიერია    
                 ბ)დიდი მოცულობისაა  
                 გ)მცირე  მოცულობისაა

6. დაწერეთ თქვენი მოსაზრება: „რა დოზით და რა სირთულის ტექსტი  უნდა მიეცეს მოსწავლეს წასაკითხად დაწყებით საფეხურზე?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი N4    რეკომენდირებული ლიტერატურა პირველი კლასის მოსწავლეებისთვის:
იაკობ გოგებაშვილის  
1.     უსუნო ყვავილი
2.     დაკარგული ბავშვი
3.      კოჭლი და ბრმა
4.     ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა
5.     ჯიუტი თხები
6.     თხა და გიგო
7.     ქაჩალი
8.     ქურდი და მამალი
9.     მერცხალი და მეცხვარე
10.  მელიას კუდი მოწმედ

 დანართი N 5   ინტერვიუ
ინტერვიუ  პედაგოგებთან:  კითხვის  პრობლემები გამოსწორდა თუ არა განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ?    განხორციელებული ინტერვენციები არის თუა არა ეფექტური?
ინტერვიუ  მოსწავლეებთან:    რა სარგებელი მოგიტანა  განხორციელებულმა ინტერვენციებმა?
როგორ გიხდება სწავლა- ძალდატანებით თუ უფრო





რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

     სსიპ ქ. სამტრედიის N11  საჯარო სკოლა I4 კლასის მასწავლებელი ჟანა კუბლაშვილის მიერ წარმოებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ,,სწავლის მოტივაციის გაძლიერებისა და კითხვის პრობლემების აღმოფხვრისათვის საჭირო სტრატეგიები  პირველ კლასში“

     სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს  ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის  ჩამოყალიბებისა და  გადაცემის საშუალება.  ენობრივი უნარ-ჩვევები უნდა წარმოვადგინოთ არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები,  არამედ როგორც ერთი მთლიანი სისტემა.  მან ხელი უნდა შეუწყოს  პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს.  ვინაიდან ქართული ენა ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ სხვა საგანთაგან განსხვავებით  სწავლების ენაა, ყველა სხვა საგნის შესწავლის საშუალება.  

   პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის  საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის  იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება  ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი,  სწორედ ამის გათვალისწინებით განისაზღვრება ქართული ენის სწავლების  ძირითადი მიზნები:  განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი. ამიტომ, ჩემი კვლევის მთავარი ამოცანა მოსწავლეებში კითხვის უნარების განვითარებაა.

   ზოგადი განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის განათლების ხარისხის გაუჯობესებაზე ზრუნვა. ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება პრაქტიკული კვლევის გამოყენებაა.

   პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო ალტერნატივა იმის წარმოსაჩენად, როგორ შევისწავლოთ სასკოლო გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ.  პრაქტიკული კვლევის წარმოებით რეალურად ვიგრძენი წინსვლა ჩემს პროფესიულ განვითარებაში, მნიშვნელოვნად  გაიზარდა თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და მოხდა გამოცდილების გაზიარება. 2019 წლის იანვრიდან მაისის  ჩათვლით  ვაწარმოე აღნიშნული კვლევა.  თემად ავირჩიე მეტად აქტუალური საკითხი სწავლის მოტივაციის გაძლიერებისა და კითხვის პრობლემების აღმოფხვრისათვის საჭირო სტრატეგიები  პირველ კლასში.

      კვლევის მიზანი იყო აუცილებელი სტრატეგეიების გამოყენებით  მოსწავლეებში ამაღლდეს სწავლის მოტივაცია, გადაიჭრას სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებში არსებული კითხვის პრობლემები, მოსწავლეებში გაიზარდოს წიგნის კითხვის მოთხოვნილება და შედეგად გაიზარდოს სწავლების ხარისხი.  გამორჩეულად მაღალი შედეგები ჰქონდეს კლასის  მეტ მოსწავლეს და სუსტი არცერთი აღარ იყოს.

       მოსწავლეებში უკეთესი შედეგების მიღწევისა და ჩემი პროფესიული დონის ამაღლების მიზნით დავიწყე კვლევაზე მუშაობა. კვლევის წარმოების პროცესში ვაკვირდებოდი მუშაობისა და შედეგების დინამიკას  სსიპ ქალაქ სკოლის სამტრედიის N11 საჯარო  I4 კლასის მოსწავლეების კითხვის უნარების განვითარებაში. ამ კვლევის წარმოებისას  ჩემი ამოცანა იყო პირველ კლასში მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება და მათთვის მეტი კითხვის აუცილებლობა დანახვა. ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში წარმოქმნილმა საჭიროებამ, გადამაწყვეტინა ამ საკითხზე   კვლევის ჩატარება. ეს გაზრდიდა ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას და ამასთანავე საჭიროების შემთხვევაში შევძლებდი კოლეგების დახმარებასაც. საკვლევი თემის იდენტიფიცირების შემდეგ, გავეცანი სათანადო ლიტერატურას.

   კვლევის ფარლებში  გავეცანი შესაბამის ლიტერატურას, დეტალურად შევისწავლე სწავლების ხარისხის გაუმჯობესების გზები, რათა უზრუნველგვეყო მოსწავლეთა მეტი მოტივაცია სწავლისას. გავეცანი კითხვასთან დაკავშირებულ სირთულეებს, გამოვნახე პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზები, დავგეგმე და განვახორციელე ინტერვენციები. შედეგად  შევძელი მოსწავლეებში ჯანსაღი სოციალურ-სასწავლო ატმოსფეროს შექმნა, რამაც რეალურად გამოიწვია მოსწავლეთა კითხვის მოთხოვნილების გაზრდა.

   კვლევის ფარგლებში ვაკვირდებოდი თითოეული მოსწავლის კითხვის ხარისხსა და პრობლემებს, ასევე  სწავლისა და თავისუფალი დროის მიმართ მათ დამოკიდებულებას. შედეგად დაგეგმილი ინტერვენციები იყო ეფექტური. რადგან ინტერვენციების შედეგად  კითხვაში  გამორჩეულად მაღალი შედეგები აქვს კლასის  მეტ მოსწავლეს და სუსტი არცერთი აღარ არის, შედარებით დაბლი შედეგების მქონე კი არის მხოლოდ 2 მოსწავლე, რომლებთანაც მომავალშიც გავაგრძელებ მუშაობას.

     I4 კლასში მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისათვის და კითხვის უნარის განვითარებისთვის განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები: გაკვეთილებზე გამოვიყენე სხვადასხვა სახალისო აქტივობა მაგალითად, „მხიარული ბანქო“, „მასწავლებელი-კალამი“, ლექსიკური რუკა“... რომელშიც მოსწვლეები ხალისით ჩაერთვენ და შემდეგი გაკვეთილების  სწავლასაც უფრო მეტი ხალისით მოეპყრენ.       მართალია ჩემს მიერ გამოყენებული აქტივობები და მოქმედების სტრატეგიები  სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ  განხორციელებულმა ინტერვენციებით შევძელი  მოსწავლეთა ჩართულობის, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების  რწმენის ამაღლება,, სასწავლო გარემოც მეტად ხალისიანი და კომფორტული გახდა.  კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით  შევძელი სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სკოლაში.

      კვლევის შედეგად სსიპ ქალაქ სკოლის სამტრედიის N11 საჯარო I4 კლასის მოსწავლეების კითხვის უნარები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კვლევის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით მივაღწიე მიზანს და  შევძელი მოსწავლეებში  სწავლის მოტივაციის ამაღლება. გაუმჯობესდა მოსწავლეებში არსებული კითხვის დონე, მოსწავლეებში გაიზარდა წიგნის კითხვის მოთხოვნილება, რადგან თავად დაინახეს მეტი კითხვის აუცილებლობა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობის დონე და ხარისხი სასწავლო პროცესში,

    პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ,,სწავლის მოტვაციის გაძლიერებისა და კითხვის პრობლემების აღმოფხვრისათვის საჭირო სტრატეგიები პირველ კლასში“ განხორციელება მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს პრაქტიკაში. მასზე მუშაობისას მიღებული გამოცდილება და კვლევის შედეგად დაგეგმილი ინტერვენციები დამეხმარება მომავალი მუშაობის დაგეგმვაში, ასევე  დაეხმარება სკოლის სხვა მასწავლებლებს მუშაობის სრულყოფილად წარმართვაში. ამიტომ ვთვლი, რომ კვლევმ კვლევამ დასახულ მიზანს მიაღწია და ის სარგებელის მომტანია  მთელი სკოლისათვის.

     ქ. სამტრედიის #11 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეების მაგალითზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  შეცვლილი სწავლების მიდგომების შედეგად  გაიზარდა მშობელთა ობიქტური დამოკიდებულება შვილის რეალურ შესაძლებლობებთან. ისინი ამის შემდეგ უფრო მომთხოვნი არიან შვილის მიმართ და მათ უსახავენ  ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამის მიზნებსა და ამოცანებს. ამის შედეგად გაიზარდა როგორც  სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა სწავლების ხარისხი, ამავდროულად, ძლიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებშიც გაიზარდა კარგად სწავლის მოტივაცია.


  დასკვნა: ის ახალი მეთოდები და რეკომენდაციები, რასაც გვთავაზობს  თანამედროვე განათლების სისტემა ნამდვილად ეფექტურია და მოსწავლეთა საჭიროებებს მორგებული. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ პედაგოგები ამ ახალი მიდგომებით იხელმძღვანელებენ, შეძლებენ  ნებისმიერ სასურველ შედეგზე გასვლას, რასაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლი გეგმა.

       ვფიქრობ ჩვენი კვლევის შედეგები გამოადგება ყველა მასწავლებელს და ის  შეიძლება სასარგებლოდ იყოს მიჩნეული. მოქმედების სტრატეგიების იმ თანმიმდევრობით განხორციელება, რაც აღნიშნულ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას  განვახორციელე, გამოადგება კოლეგებს, რომლებსაც საკუთარ პრაქტიკაში შეექმნებათ მსგავსი პრობლემები.


     ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნას, რომ კვლევა და კვლევისას შემუშავებული რეკომენდაციები  სასარგებლო აღმოჩნდა როგორც სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, ასევე ჩემთვის და სკოლის  სხვა მასწავლებლებისთვისაც.

   გამოცდილი მასწავლებლების გამოცდილების უფრო მეტი ინტენსივობით გაცნობამ ძალიან კარგი ეფექტი გამოიღო ჩემს მუშაობაში. აქედან გამომდინარე შევიმუშავე მეტად მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომ დაწყებითი კლასების პედაგოგებს შორის თანამშრომლობის მეტად გაღრმავება და ინდივინდუალური გადაწყვეტილებიების კოლეგებისათვის გაზიარებაც უფრო მეტად უნდა ხდებოდეს, უფრო ხშირად უნდა შევაჯეროთ კოლეგებმა ერთმანეთთან, თუ რა სახის  და რა რაოდენობის ტექსტები უნდა მივცეთ მოსწავლეებს წასაკითხად. ასევე  აუცილებელია მასწავლებლებს და მშობლებს შორის თანამშრომლობის მეტად გაღრმავება. 

      კითხვის პრობლემის აღმოჩენისთანავე მოსწავლეებისათვის დროულად აცემულმა რეკომენდაციებმა  მნიშვნელოვნად შემიწყო ხელი პრობლემის გადაჭრაში. ვინაიდან, ჩემი მოსწავლეების ერთ-ერთი პრობლემა გაუბედაობა იყო, კიდევ უფრო მეტი გულისხმიერებით და ყურადღებით ვუსმენდი მათ, ვაკონტროლებდი ჩემს ხმას და ვთავაზობდი  სხვადასხვა სირთულის სიტუაციურ ამოცანებს, ამ სტრატეგიის საშუალებით დავძლიე მოსწავლეთა გაუბედაობა.   

       ჩემი აზრით, კვლევა ნაყოფიერად მიმდინარებდა და კვლევამ მიაღწია დასხულ მიზანს. 

     კვლევის ნაკლოვანებად მიმაჩნია, ის რომ  ვერ შევძელი კითხვის უმაღლეს სტანდარტამდე ამეყვანა საკვლევი კლასის ყველა მოსწავლე, კლასში ჯერ კიდევ შედარებით დაბალ შედეგებს აჩვენებს 2 მოსწავლე, რომლებთანაც მომავალში განსხვავებული მეთოდებით გავაგრძელებ მუშაობას.  ასევე ვთვლი, რომ შეიძლებოდა უფრო მრავალფეროვანი ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება. შესაძლებელი იყო ასევე  უფრო მეტი ლიტერატურის მოძიება და გაცნობა. რასაც მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ, რათა უფრო საინტერსო და შედეგიანი გავხადო ჩემი მუშაობა.  ვეცდები ჩემი მუშაობის შემდეგ ეტაპებზე უფრო მეტ ლიტარატურას გავეცნო და უფრო სრულვყო ჩემი ცოდნა ამ მიმართულებით.

    კვლევის შინაარსიანად ჩატარებასა და  სწორი დასკვნების გაკეთებაში დამეხმარა სსიპ ქ. სამტრედიის N11 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის, მთელი კოლექტივის თანადგომა და მხარდაჭერა, რომელსაც მთელი კვლევის განხორციელების პერიოდში ვგრძნობდი.

     აღნიშნული კვლევის ანგარიში წარვადგინე დაწყებითი განათლების კათედრის სხდომაზე პრეზენტაციის სახით მიღებული გამოცდილების გაზიარების, ასევე კოლეგების მხრიდან უკუკავშირის მიღების მიზნით. კვლევის შედეგების გაზიარების შემდეგ კოლეგებისაგან მივიღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი უკუკავშირები და გამოვიტანე  დასკვნა: საკვლევი საკითხი სწაორადაა განსაზღვრული და თემის აქტუალურობა დამაჯერებლად არის დასაბუთებული. ასევე გავაანალიზე კოლეგების უკუკავშირი. კოლეგები მზად არიან თავიანთ პრაქტიკაშიც დანერგონ მსგავსი ტიპის  კვლევები და ეს კვლევები მათ დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებასა და სწავლების შედეგების გაუმჯობესებაში. 

       კათედრის სხდომაზე  დამსწრე კოლეგების გამოკითხვის შედეგები: ჩემს  კვლევაში  საკვლევი საკითხის განსაზღვრა და მისი აქტუალურობა დამაჯერებლად არის დასაბუთებული დამსწრე მასწავლებელთა აზრით. ასევე კოლეგების შეფასებით  კვლევის მიზნები სრულყოფილად და ნათლად არის ჩამოყალიბებული,  თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი მონაცემთა ანალიზი, დაგეგმილი და განხორციელებულია მრავალფეროვანი ინტერვენციები, კვლევის ყველა ნაწილს აქვს დამაჯერებელი არგუმენტაცია და დასკვნა. დამსწრე მასწავლებელთა  100 % -ის აზრით  თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი კვლევის შედეგები  ტექსტების, დიაგრამების, ცხრილების სახით, რაც კვლევას კარგად აღსაქმელს ხდის.

       კოლეგების მხრიდან მიღებულმა უკუკავშირმა ნამდვილად აამაღლა ჩემი მოტივაცია და მზაობა ნებისმიერი ახალი გამოწვევის მიმართ. ჩატარებულმა კვლევამ გაამდიდრა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა, დახვეწა  მოსწავლეებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები, საინტერესო და ნაყოფიერი გახადა ჩემი ყოვედლდღიური პედაგოგიური მოღვაწეობა.

კვლევა გამოქვეყნებულია ჩემს გვერდზე ინტერნეტში მისამართზე:
https://janakublashvili.blogspot.com/p/blog-page_9.html

    დანართები           

 რეფლექსიის კითხვარი        მასწავლებლებისათვის



1.       საკვლევი საკითხის განსაზღვრა და  მისი აქტუალურობის დასაბუთება:

 ) დამაჯერებლად არის დასაბუთებული

 ) აკლია დამაჯერებლობა          ) არა დამაჯერებლად არის დასაბუთებული

2.       კვლევის მიზანი და  მისი სესაბამისობა საკვლევ პრობლემატიკასთან

 ) კვლევის მიზნები სრულყოფილად და ნათლად არის ჩამოყალიბებული

 ) ზოგადად არის ჩამოყალიბებული          ) არაადექვატურად არის ცამოყალიბებული 

3.       მონაცემთ შეგროვების მეთოდები

      ) დამაჯერებლად არის დასაბუთებული კვლევისათვის შერჩეული მეთოდების ადექვატურობა

      ) არადამაჯერებლად არის დასაბუთებული.       ) მეთოდები არარელევანტურია

4.       მონაცემთა ანალიზი:

 ) ნათლად დათანმიმდევრულად არის წარმოდგენილი მონაცემთა ანალიზი

 ) ზოგადად და არასრულყოფილად არის წარმოდგენილი მონაცემთა ანალიზი

 ) მონაცემთა ანალიზი არარელევანტურია.

5.       ინტერვენცია/ჩარევა

) დაგეგმილი და განხორციელებულია მრავალფეროვანი ინტერვენციები

 ) დაგეგმილი და განხორციელებულია მწირი ინტერვენციები

 ) ინტერვენციები არარელევანტურია

6.       არგუმენტაციისა და დაკვნის ლოგიკურობა

) კვლევის ყველა ნაწილს აქვს დამაჯერებელი არგუმენტაცია და დასკვნა

 ) არგუმენტაციას აკლია ლოგიკურობა       ) მოყვანილია შეუსაბამო არგუმენტები

7.       კვლევის ანგარიშის სტრუქტურა

 ) თვალსაჩინოდ და თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი კვლევის შედეგები ტექსტების, დიაგრამების, ცხრილების სახით, რაც კვლევას კარგად აღსაქმელს ხდის--

 ) ნაკლებად თვალსაჩინო და ერთფეროვანია.

) არაეფექტურადაა წარმოდგენილი და ბუნდოვანია


Комментариев нет:

Отправить комментарий

მე-9 დღე

მონაწილეთა პროექტების პრეზენტაცია. როგორ გადმოწერონ პროექტის შაბლონი ჩემი ბლოგიდან. სიახლეების გაცნობა ვიდეო გაკვეთილების გვერდი ict.tpdc...